ფეხბურთი

21:20 | 14.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

სულ მალე მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები სტუმრად თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა. ვილი სანიოლი ოთხმცველიან სქემას დაუბრუდა და შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა წინა მატჩთან შედარებით:

თურქეთი (4-2-3-1): ჩაკირი; მიულდური, დემირალი, ბარდაკჯი, ელმალი; ჩალჰანოღლუ, იუკშეკი; აკგიუნი, გიულერი, ილდიზი; აკტურკოღლუ

საქართველო (4-3-3): მამარდაშვილი; კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი; ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი; დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია

შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098319