მადრიდის „რეალი“ შესაძლოა, სეზონის ბოლოს ანტონიო რიუდიგერმა დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
32 წლის გერმანელ ფეხბურთელს 2026 წლის ზაფხულში „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი ეწურება, რომლის განახლებაზე, როგორც ჩანს, „რეალი“ მუშაობას არ აპირებს. ერთ-ერთ მიზეზად ტრავმა სახელდება, რომელიც ამჟამად რიუდიგერს აქვს და უცნობია, როგორ ფორმაში დაბრუნდება.
ანტონიო რიუდიგერი „რეალში“ 2022 წლიდან თამაშობს და 157 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. მანამდე გერმანელი „ჩელსის“, „რომას“ და „შტუტგარტის“ ღირსებას იცავდა.