ფეხბურთი

22:02 | 14.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა

სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა. აფრიკის ზონის შესარჩევი ეტაპის C ჯგუფში ბოლო ტურის წინ საინტერესო ვითარება იყო: სამ ნაკრებს ჰქონდა პირველი ადგილის შანსი.

ლიდერი ბენინი ბოლო ტურში ნიგერიასთან გასვლაზე 0:4 განადგურდა, რითაც არა მარტო პირველი ადგილი დაკარგა, არამედ მეორეც, შესაბამისად, ისტორიაში პირველად მუნდიალზე გასვლის შანსი. ჰეთ-თრიქი შეასრულა ვიქტორ ოსიმენმა. ნიგერიას ეს გამარჯვება მხოლოდ მეორე ადგილისთვის ეყო და მოგვიანებით გაირკვევა, ეყოფა თუ არადა, მუნდიალის საგზურისთვის.

სამაგიეროდ, პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკა გავიდა, რომელმაც რუანდას შინ 3:0 სძლია და „ბაფანა ბაფანა“ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაბრუნდა. სამხრეთ აფრიკა მეოთხედ ითამაშებს მუნდიალზე, აქამდე იგივე 1998, 2002 და 2010 წლებში გააკეთა.

მუნდიალის საგზური მასპინძლების, აშშ-ს, მექსიკისა და კანადის გარდა, უკვე მოიპოვეს ავსტრალიამ, ირანმა, იაპონიამ, იორდანიამ, სამხრეთ კორეამ, უზბეკეთმა, განამ, ეგვიპტემ, კაბო ვერდემ, მაროკომ, ტუნისმა, ალჟირმა, სამხრეთ აფრიკამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, ურუგვაიმ და ახალმა ზელანდიამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088848