საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
რამაზ სვანაძის გუნდმა მესამე ტურში სტუმრად მალტა ადვილად 5:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქეს ყველაფერში აჯობეს.
მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველ ტაიმში გადაწყდა. ანგარიში საბა ხარებაშვილმა გახსნა, ხოლო ტაიმის მიწურულს ნიკოლოზ დადიანმა სხვაობა ორამდე გაზარდა. სტუმრებმა მეორე ნახევარში უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს. 68-ე წუთზე გიორგი ტაბატაძემ ულამაზესი გოლით ანგარიში 3:0 გახადა, ხოლო სამ წუთში ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ თავური დარტყმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 81-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ალეკო ბასილაძემაც გაიტანა და 5:0.
შედეგად, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჯგუფში სამი ტურის შემდეგ 5 ქულით მესამე ადგილზეა, ჩამორჩება საბერძნეთს (9 ქულა) და გერმანიას (6). რამაზ სვანაძის გუნდი 14 ნოემბერს, საბერძნეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, გერმანიას უმასპინძლებს.
მალტა - საქართველო 0:5 (0:2)
საქართველო (4-3-3): მაქაცარია; ბუკია (ქარსელაძე 83), ლაცაბიძე, ნარიმანიძე, ხარებაშვილი; ჯაფარიძე (ბასილაძე 77), დადიანი, იეგოიანი; ტაბატაძე, (პარკაძე 69) დეისაძე (გოცირიძე 69), წულუკიძე (ლორთქიფანიძე 77)
გოლები: 0:1 ხარებაშვილი (37), 0:2 დადიანი (44), 0:3 ტაბატაძე (68), 0:4 ნარიმანიძე (71), 0:5 ბასილაძე (81)