მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს კიდევ ერთი მონაწილე შეემატა - კატარის ნაკრები.
აზიის პლეი-ოფში კატარმა არაბეთის გაერთიანებული საამიროები 2:1 დაამარცხა, რის შედეგადაც მუნდიალზე ზედიზედ მეორედ გავიდა. თუ 2022 წელს კატარმა მასპინძლის რანგში იასპარეზა, ამჯერად ისტორიაში პირველად საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევით გავიდა.
მუნდიალის საგზური მასპინძლების, აშშ-ს, მექსიკისა და კანადის გარდა, უკვე მოიპოვეს ავსტრალიამ, ირანმა, კატარმა, იაპონიამ, იორდანიამ, სამხრეთ კორეამ, უზბეკეთმა, განამ, ეგვიპტემ, კაბო ვერდემ, მაროკომ, ტუნისმა, ალჟირმა, სამხრეთ აფრიკამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, ურუგვაიმ და ახალმა ზელანდიამ.