ევროლიგის მეოთხე ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ სტუმრად თელ ავივის „მაკაბი“ 92:71 დაამარცხა.
შენგელიამ 18 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა, 8 ქულა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და მხოლოდ თანაგუნდელ ვილი ერნანგომესს ჩამორჩა.
„ბარსელონა“ ევროლიგაში ოთხი ტურის შემდეგ 3 მოგებით და 1 წაგებთ მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 16 ოქტომბერს, სტუმრად „დუბაის“ შეხვდება.