საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ბნეი ჰერცილა“ ადვილად, 108:85 დაამარცხა.
ესპანელები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვება არ გასჭირვებიათ.
გიორგი შერმადინმა 16 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ის თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
„ტენერიფე“ D ჯგუფში ორი მოგებით ლიდერია და მომდევნო ტურში 28 ოქტომბერს, „ტოფაშს“ სტუმრად შეხვდება.