თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებმა მერიჰ დემირალმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ და იუნუს აკგუნმა საქართველოსთან მატჩის (4:1) შემდეგ ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ დემირალმა, რომელიც ცენტრალური მცველია მშობლიურ ქალაქში ითამაშა და დუბლი შეასრულა, რაზეც მან კომენტარი გააკეთა:
მერიჰ დემირალი: „ჩემზე ბედნიერი არავინაა. ეს განსაკუთრებული საღამო ჩემს მშობლიურ ქალაქში განვიცადე. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ამაზე ბავშვობაში ვოცნებობდი და აქ ქუჩებში ფეხბურთს ვთამაშობდი. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩემს ქალაქში მოვიგეთ. ყველანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაზე ვოცნებობთ. გვინდა იქ ვიყოთ. იმედი მაქვს, რომ ყველა თურქ ხალხს გავახარებთ“.
იუნუს აკგუნი: „პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩემს თანაგუნდელებს. შესანიშნავად ვიბრძოლეთ. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ ნაკრებში ვთამაშობ. სტანდარტულ სიტუაციებზე ვმუშაობთ და ორი გოლი გავიტანეთ. ეს ჩვენთვის იარაღია. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. ვულოცავ ჩემს თანაგუნდელებს“.
ჰაკან ჩალჰანოღლუ: „მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს. დღეს შესანიშნავი ატმოსფერო იყო. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პრეზიდენტს, მწვრთნელს და მთელ გუნდს. დღეს ჩემი 101-ე მატჩი იყო და იმედი მაქვს, კიდევ ბევრი იქნება. ჩვენ, როგორც გუნდი, ძალიან ბედნიერები ვართ. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მოვემზადებით შემდეგი შეკრებისთვის, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ორ მატჩში 10 გოლი გავიტანეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბურთების სხვაობისთვის. იმედი მაქვს, შემდეგი სანაკრებო პერიოდიც ასეთი კარგი იქნება“.