ფეხბურთი

10:26 | 15.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინას მარტივი გამარჯვება და ლიონელ მესის მორიგი რეკორდი

დღეს, გამთენიისას მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა არგენტინის ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა, სადაც სტუმრად პუერტო რიკოს ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 6:0 გაანადგურა.

სტუმართა მხრიდან ორ-ორი გოლის გატანა ლაუტარო მარტინესმა და ალექსის მაკ ალისტერმა მოახერხეს, ერთი გოლი გონსალო მონტიელის ანგარიშზეა, ხოლო ერთხელაც პუერტო რიკოს ფეხბურთელებმა საკუთარ კარში გაიტანეს.

არგენტინის ნაკრების ლიდერმა და გუნდის კაპიტანმა ლიონელ მესიმ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც სანაკრებო ფეხბურთში მორიგი რეკორდი დაამყარა. მესის ჯამში 60 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე გადავიდა, მან ნეიმარს გადაასწრო (59), მესამე ადგილზე ამერიკელი ლენდონ დონოვანია (58). აღსანიშნავია, რომ ათეულში მოქმედი ფეხბურთელებიდან მხოლოდ კევინ დე ბრუინი (53) და კრიშტიანუ რონალდუ არიან (37).

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის კარიერაში ჯამში 398 საგოლე გადაცემა აქვს და პირველ ადგილზე მყოფ ფერენც პუშკაშს (404) მხოლოდ ექვსით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099657