8 ოქტომბერს ლონდონში ახალი დოკუმენტური სტილის სერიალის მსოფლიო პრემიერა შედგა, რომელზეც მონაწილეობენ დავით ბექჰემი, მისი ცოლი ვიქტორია და მათი შვილები - რომეო, კრუზი და ჰარპერი. აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ დევიდის უფროსი შვილი, ბრუკლინი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელც-ბექჰემი, ამ ღონისძიებაზე არ ყოფილან.
ამ ბოლო დროს ამერიკული და ბრიტანული ბულვარული მედია ხშირად წერს იმის შესახებ, რომ ბრუკლინის და სხვა ბექჰემებს შორის ურთიერთობა რბილად რომ ვთქვათ მაინცდამაინც თბილი აღარ არის და ამის მიზეზი ვიქტორია ადამს-ბექჰემის კაპარჩხანა ხასიათი და რძლის მიუღებლობაა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრუკლინი წარმოდგენას არ დაესწრო, დოკუმენტური სერიალის პრემიერა ბექჰემებს რომ ეკადრებათ, ისეთი პომპეზური იყო. ყოფილი მობურთალი კი მთელი პრეზენტაციის მანძილზე შუბლშეკრული იჯდა და ვინ იცის, მის მიერ ოდესღაც ნათამაშებ რომელ მატჩზე ფიქრობდა...









