UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა მსუბუქი დივიზიონის ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიაზე იყო.
"2026 წლის პირველ ღონისძიებაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს, მიმდინარეობს მებრძოლებისთვის ოპონენტების მოძიება. დაგიდასტურებთ, რომ კი არის დიდი შანსი, რომ ახალი წლის პირველ ქარდზე ილია თოფურიამ იჩხუბოს, თუმცა ამ ეტაპზე სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვი." - განაცხადა უაითმა.
მოგახსენებთ, რომ 2026 წლიდან Pay-per-view UFC-ში აღარ იქნება და ორგანიზაცია Paramount მოდელზე გადადის. ამ მოდელის მიხედვით პირველი ღონისძიება 2026 წლის 14 იანვარს გაიმართება.
ცნობისთვის, მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე პრაქტიკულად გარკვეულია და ქართველი საჩემპიონო ქამრის დაცვას ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ეცდება.









