ფეხბურთი

13:48 | 15.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუმ უნგრეთთან მატჩში მორიგი რეკორდი დაამყარა

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ტურის მატჩში პორტუგალიამ უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა.

40 წლის რონალდუმ უნგრეთის კარში ორი გოლის გატანა მოახერხა და მორიგი რეკორდი დაამყარა. საქმე იმაშია, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპების ისტორიაში 41 გოლი დაუგროვდა, რაც ყველაზე მეტია. აქამდე ამ რეკორდის ავტორი გვატემალელი კარლოს რუისი გახლდათ, რომლის ანგარიშზეც 39 გოლია. მესამე ადგილს ლიონელ მესი იკავებს, არგენტინელს საკვალიფიკაციო ეტაპზე 36 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და F-ჯგუფს ლიდერობს, მეორე ადგილას 5 ქულით უნგრეთია, მესამე ადგილს 4 ქულით ირლანდია იკავებს, ხოლო სომხეთი 3 ქულით ბოლო ადგილას იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092439