ფეხბურთი

15:20 | 15.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "აუცილებელია ყველა პრობლემა გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.

კვარაცხელია წერს, რომ ერთიანობით უნდა დაბრუნდნენ პროგრესის გზაზე:

„პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა. რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი შედეგებით და სათამაშო ხარისხით. აუცილებელია ყველა პრობლემა გავაანალიზოთ, დავინახოთ, მივიღოთ და შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ. არ არის პირველი, როდესაც დაბრკოლებების წინაშე ვართ, მაგრამ ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების და პროგრესის გზაზე“, - დაწერა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპს ნოემბერში დაასრულებს, როდესაც ესპანეთს უმასპინძლებს და ბულგარეთს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096735