ფეხბურთი

17:26 | 15.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "მუნდიალზე თუ ვერ გავალთ, საცხოვრებლად იტალიიდან ძალიან შორს წავალ"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ისრაელის ნაკრებთან გამარჯვების (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, თუ მუნდიალის საგზურს ვერ მოიპოვებენ, საცხოვრებლად იტალიიდან ძალიან შორს წავა:

„კარგად ვითამაშეთ. ყველას გვახსოვს ერთი თვის წინანდელი მატჩი. ვულოცავ ბიჭებს. მიხარია, რომ გოლი არ გავუშვით, შესანიშნავი სულისკვეთება იყო. ისეთი თამაში ვითამაშეთ, როგორიც გვჭირდებოდა. უნდა ვისწავლოთ ტანჯვა. მსოფლიოში ცოტა გუნდს თუ შეუძლია მატჩის კონტროლი. როდესაც ბურთი ჩვენ გვაქვს, ხარისხიც გვაქვს, მაგრამ სიმშვიდე უნდა აღვიდგინოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმუშაოთ. თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავალთ, იტალიიდან შორს წავალ. ბოლო წლებში ისედაც შორს მიწევდა ცხოვრება, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან შორს წავალ“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ჯგუფში 15 ქულით მეორე ადგილზეა და უდიდესი ალბათობით, მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089637