საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და "დინამო თბილისის" ფეხბურთელი საბა ხარებაშვილი ცნობილმა გამოცემა The Guardian-მა 60 ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელთა რიგებში შეიყვანა.(ფეხბურთელების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე)
გამოცემა ქართველ ფეხბურთელის შესახებ შემდეგნაირად წერს:
"ხარებაშვილი აღზარდა "დინამო თბილისის" აკადემიამ, რომლის რიგებშიც თამაში დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ. ბევრი მიიჩნევს, რომ ხარებაშვილს შეუძლია მსგავს დონეზე ასვლა. ის გახდა "დინამოს" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე და ამავდროულად ყველაზე ახალგაზრდა, ვინც უეფას საკლუბო ტურნირებში იასპარეზა. კონფერენს ლიგაზე მას დებიუტი გასული წლის ივლისში, 15 წლისა და 10 თვის ასაკში ჰქონდა.
საბა ძირითადად მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა უკვე აჩვენა თავისი მრავალფეროვნება. მას მარჯვენა შემტევად და ათ ნომრადაც კი შეუძლია თამაში. კარგად აღზრდილი, შრომისმოყვარე და ჭკვიანია. მან შთაბეჭდილება მოახდინა თავისი პოზიციონირებითა და დარტყმებით, ასევე სისწრაფითა და ზუსტი ჩაწოდებებით შეტევაში.
ხარებაშვილს უკვე ჰქონდა დებიუტი საქართველოს ნაკრებში და ევროპის ელიტის ინტერესი მიიპყრო, მის პროგრესს მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ აკვირდებიან." - წერს გამოცემა ქართველ ფეხბურთელზე.
შეგახსენებთ, რომ საბა ხარებაშვილს საქართველოს ნაკრებში დებიუტი უკვე ჰქონდა, ის ვილი სანიოლმა ზაფხულში ამხანაგურ მატჩებში გამოიძახა და ფარერების ნაკრებთან მოგებულ (1:0) მატჩი ითამაშა კიდეც. ხარებაშვილის სატრანსფერო ღირებულიბა ამ მოემტისთვის 1.2 მილიონია.