28 წლის ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ფრენკი დე იონგმა "ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად კატალონიური კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა.
ახალი კონტრაქტის მიხედვით დე იონგი "ბარსაში" 2029 წლამდე დარჩება და მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ დე იონგი "ბარსელონას" რიგებს 2019 წელს "აიაქსიდან" შეუერთდა. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 8 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.






