ფეხბურთი

18:30 | 15.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

დემბელე ოქროს ბურთის მოგების შემდეგ ხელფასის გაზრდას და კონტრაქტის პირობების გადახედვას ითხოვს

მას შემდეგ რაც "პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა უსმან დემბელემ ოქროს ბურთი მოიგო, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას ხელფასის გაზრდა და კონტრაქტის პირობების გადახედვა მოსთხოვა. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Équipe-ი ავრცელებს.


წყაროს ცნობით, უსმან დემბელე და მისი ახლო გარემოცვა ხელფასის გაზრდას ითხოვენ, რადგან თვლიან, რომ მისი ამჟამინდელი ანაზღაორება არ შეეფერება ოქროს ბურთის მფლობელ ფეხბურთელს. როგორც ირკვევა, მხარეებს შორის მოლაპრაკებები უკვე მიმდინარეობს და წინასწარი ინფორმაციით, პარიზელები აღნიშნულ წინადადებაზე დათანხმებას არ აპირებენ და ხელფასის გაზრდას არც კი განიხილავენ.

ცნობისთვის, უსმან დემბელე ყოველთვიურად ხელფასის სახით 1.5 მილიონ ევროს, რაც წელიწადში 18 მილიონი ევროა (გადასახადების გარეშე). ფრანგ ფეხბურთელს პსჟ-თან ამჯამინდელი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091924