ფეხბურთი

19:00 | 15.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთის ნაკრებიდან მწვრთნელი გაათავისუფლეს

ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ივან ჰაშეკი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

62 წლის სპეციალისტი ფარერებთან წაგების (1:2) შემდეგ დაითხოვეს და ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის.

ივან ჰაშეკი ჩეხეთის ნაკრებს 2024 წლიდან ედგა სათავეში და ამ პერიოდში საქართველოს ნაკრებთან ჩეხეთმა სამჯერ ითამაშა (თითო მოგება, წაგება და ფრე).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095188