ლონდონის „ტოტენჰემში“ ფაბიო პარატიჩი დაბრუნდა, რომელიც სპორტული დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა.
იტალიელს დისკვალიფიკაცია ჰქონდა, რომელსაც ვადა გაუვიდა და ინგლისურ კლუბში მუშაობა შეუძლია. ის ლონდონურ კლუბში მცირე პერიოდით 2024 წელსაც მუშაობდა.
პარატიჩიმ სახელი „იუვენტუსში“ გაითქვა, სადაც 2010-2023 წლებში იყო დასაქმებული, ხოლო მანამდე გენუის „სამპდორიაში“ მუშაობდა.