საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ქუთაისი“ ფიბა ევროპის თასის პირველ ტურში ჩეხურ „ბრნოს“ დაუპირისპირდა და 66:84 დამარცხდა.
მეტოქემ პირველივე პერიოდში 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც შემდეგ კიდევ უფრო გაზარდა. „ქუთაისმა“ მხოლოდ ბოლო მეოთხედში (27:16) მოახერხა ოდნავ ჩამორჩენის შემცირება.
„ქუთაისის“ რიგებში საუკეთესო ნიკოლოზ დოლაბერიძე იყო, რომელმაც 31 წუთში 18 ქულა და 3 მოხსნა მიითალა. დეტრეკ ბროუნინგის აქტივში 16 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი იყო.
„ქუთაისი“ ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში 22 ოქტომბერს, „პერისტერის“ ესტუმრება.