პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ უნგრეთის ნაკრებთან დუბლის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„საიდუმლო არაა, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის ბევრს ნიშნავს და სწორედ ამიტომ ვამაყობ, რომ პორტუგალიის ნაკრებში ეს უნიკალური მიღწევა დავაფიქსირე. მადლობა ყველას, ვინც აქამდე მოსვლაში დამეხმარა. შევხვდებთ ნოემბერში, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად“, - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიის ნაკრებში ჩატარებულ 225 მატჩში 143 გოლი აქვს გატანილი.