საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებთან მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში მესიჯი გამოაქვეყნდა, რომელშიც წერს:
„რა თქმა უნდა, ამ ორ მარცხით ძალიან დამწუხრებული ვართ და ყველამ უნდა გავაკეთოთ თვითკრიტიკა, რათა გავიგოთ, რატომ ვერ შევძელით ჩვენი ძალის ჩვენება. ჩვენ ვართ საქართველო და დავბრუნდებით უფრო ძლიერები და უფრო ერთიანები, ვიდრე ოდესმე. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი უდიდესი ძალის დახმარებით: თქვენით. მადლობა მხარდაჭერისთვის - ესპანეთიდან თურქეთამდე. ნამდვილად ვაცნობიერებთ, რა დიდი ბედნიერებაა, რომ გვყავს ასეთი გულშემატკივრები და ასეთი ერი ჩვენს გვერდით. მადლობა ყველაფრისთვის“, - წერს მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპს ნოემბერში დაასრულებს, როდესაც ესპანეთს უმასპინძლებს და ბულგარეთს ესტუმრება.









