სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ „ბარსელონადან“ რობერტ ლევანდოვსკის გადაბირება სურს.
37 წლის პოლონელ ფორვარდს მიმდინარე სეზონის ბოლოს ესპანურ გრანდთან კონტრაქტი ეწურება და შესაძლოა, მხარეებმა თანამშრომლობა არ გააგრძელონ. თურქული გამოცემა Fanatik წერს, რომ ლევანდოვსკით „ფენერბაჰჩეა“ დაინტერესებული და თავისუფალი აგენტის სტატუსით 2026 წლის ზაფხულში მის გადაბირებას ეცდება.
თავის მხრივ, „ბარსელონას“ უკავშირებენ „იუვენტუსის“ თავდამსხმელ დუშან ვლაჰოვიჩს, რომელსაც ასევე კონტრაქტი ეწურება და კატალონიელების გეგმაც სერბის უფასოდ დამატებაა. თავის მხრივ, ვლაჰოვიჩის დამატებით „ბაიერნიც“ დაინტერესებულია.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა.