კალათბურთი

11:54 | 16.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 5 ქულა და 7 მოხსნა "ბოსტონთან"

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ს პრესეზონზე მორიგი მატჩი ჩაატარა და სტუმრად „ბოსტონ სელტიკსთან“ 108:110 დამარცხდა.

მამუკელაშვილმა მოედანზე 22 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი, 5 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 1-დან 1 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

„ტორონტო“ პრესეზონზე ბოლო მატჩს 18 ოქტომბერს, „ბრუკლინ ნეტსთან“ ჩაატარებს, ხოლო NBA-ში პირველ შეხვედრას 23 ოქტომბერს, „ატლანტასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092256