ფეხბურთი

12:29 | 16.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

იური ტაბატაძე ლა ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში

„კადისის“ ფეხბურთელი იური ტაბატაძე ლა ლიგა 2-ის მეცხრე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი შემტევი უშუალოდ ლა ლიგა 2-მა გამოარჩია. ტაბატაძემ გასულ ტურში „უესკასთან“ გოლი გაიტანა და თავის გუნდს 1:0 მოაგებინა.

მიმდინარე სეზონში იური ტაბატაძეს „კადისის“ მაისურით 4 გოლი აქვს გატანილი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093858