მანუელ ნოიერის პირველი ცოლისგან განსხვავებით, მისი ამჟამინდელი , ანუ მეორე ცოლი ანიკა ბისელი სპორტში ერთობ გათვითცნობიერებული ვინმეა და არც სპორტის სხვადასხვა სახეობებზე საუბარი უჭირს. ამის მიზეზი ანიკას სპორტული წარსულიც გახლავთ. ბევრმა არ იცის, რომ გერმანელი მეკარის ცოლი თავის დროზე საკმაოდ წარმატებული ხელბურთელი იყო.
მანუელი პირველად 2017 წელს დაქორწინდა ნინა ვაისზე, რომელსაც ფეხბურთზე საუბარიც კი აღიზიანებდა და შეიძლება ესეც იყო იმის მიზეზი, რომ წყვილი 2020 წლის დასაწყისში დაშორდა და ამ დაშორების შესახებ საუბარი ახლა არც ერთს არ სურს.
2020 წლის შემდეგ მანუელმა დაიწყო ურთიერთობა ხსენებულ ანიკა ბისელთან. 2023 წლის ნოემბერში კი სრულიად არაპომპეზურ ვითარებაში მოხდა მათი სამოქალაქო ქორწინება. 2024 წლის 14 მარტს, ვეტერანი კიპერი და ანიკა მშობლები გახდნენ და ვაჟი ლუკა შეეძინათ.









