ფეხბურთი

13:33 | 16.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მატიას სულეს იტალიის ნაკრებში იწვევენ, მაგრამ ის არგენტინას ელოდება

იტალიური „რომას“ არგენტინელი თავდამსხმელი მატიას სულე ორი პასპორტის მფლობელია - არგენტინულის და იტალიურის, ამიტომ მომავალში მას შეუძლია ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთის სახელით ითამაშოს.

ამჟამად, 22 წლის გარემარბს ორივე ვარიანტი აქვს, რადგან „სკუადრა აძურადან“ შეთავაზება უკვე მიღებულია, თუმცა სამხრეთ ამერიკელებს სულე ნაკრებში ჯერ არ მიუწვევიათ (ოფიციალური მატჩებისთვის).

თუმცა, სულე მზადაა დაელოდოს: „იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ორჯერ მომმართა ამ საკითხთან დაკავშირებით და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ მათი, მაგრამ მე არგენტინის ნაკრებში თამაში მინდა. ვაგრძელებ მუშაობას და ბრძოლას, რათა, რაც შეიძლება მალე მოვხვდე არგენტინის ეროვნულ ნაკრებში“, - თქვა სულემ.

მიმდინარე სეზონში არგენტინელმა თავდამსხმელმა რვა მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. სულე „რომამდე“ „ფროზინონეს“ და „იუვენტუსის“ რიგებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.1699