სტამბოლის „ბეშიქთაში“ ზურიკო დავითაშვილით კვლავ დაინტერესებულია და კლუბის პრეზიდენტი სერდალ აიდალი მზადაა ყველანაირი ფინანსური ხარჯი გაიღოს ტრანსფერის განსახორციელებლად.
თავის მხრივ, თურქი მწვრთნელი იონდერ იოზენი დარწმუნებულია, რომ „ბეშიქთაშისთვის“ დავითაშვილი იდეალური ფეხბურთელია:
„ბეშიქთაშისთვის“ საუკეთესო ნაბიჯი ზურიკო დავითაშვილი იქნებოდა. ჩემი აზრით, ის ერთადერთი ვარიანტია. დავითაშვილი მხოლოდ „ბეშიქთაშში“ მიაღწევს წარმატებას და „ბეშიქთაშსაც“ ის ფეხბურთელები ერგებიან, ვინც გულით თამაშობენ, დავითაშვილიც ერთ-ერთი მათგანია. მას დიდი მოტივაცია აქვს, რომ კარიერის ახალ ეტაპს მიაღწიოს. იმედი მაქვს, „ბეშიქთაში“ მის ყიდვას შეძლებს“, - თქვა იოზენმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა „სენტ ეტიენის“ რიგებში ლიგა 2-ში ჩატარებულ 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა.