ფეხბურთი

15:53 | 16.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "მინდა, რომ "სენტ ეტიენისთვის" მაქსიმუმი გავაკეთო"

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა „ლე მანთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ გუნდში ბედნიერია და მზადაა ფრანგული კლუბისთვის ყველაფერი გააკეთოს.

„ზაფხულში რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამოვტოვე, მაგრამ ახლა თავს სრულიად კარგად ვგრძნობ. იმედი მაქვს, შემდეგ მატჩებში გუნდს ისე დავეხმარები, როგორც „მონპელიესთან“ ბოლო შეხვედრაში. „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ვარ და ამით ბედნიერი ვარ, მინდა, რომ ამ მაისურისთვის ყველაფერი გავაკეთო“, - თქვა ზურიკომ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა „სენტ ეტიენის“ რიგებში ლიგა 2-ში ჩატარებულ 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა. „სენტ ეტიენი“ 18 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ლე მანს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088875