ფეხბურთი

17:10 | 16.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ფეხბურთელების დანაკლისის მიუხედავად, გვინდა ჩვენი ფილოსოფია შევინარჩუნოთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „სტრასბურთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ესპანელი სპეციალისტი რთულ თამაშს ელოდება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველი მატჩია:

„ვფიქრობ, „სტრასბური“ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მათ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე და კარგი მწვრთნელი ჰყავთ. ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ. რთული იქნება, რადგან სანაკრებო პაუზის შემდეგ ყველა თამაში რთულია. ვიცით მათი დონე, ამიტომ დიდი სირთულეებისთვის მზად უნდა ვიყოთ.

სანაკრებო შესვენებებზე ყოველთვის არის სიურპრიზები. ველოდებით ფეხბურთელებს, რათა ვნახოთ, რა ფორმაში არიან. ინდივიდუალურად ვაანალიზებთ სიტუაციებს. დღეს ვარჯიში გვექნება და საჭირო გადაწყვეტილებებს მივიღებთ.

ტრავმები? არა მგონია, რომ ყველაზე ცუდი ჯერ დამთავრდეს. რადგან არასდროს იცი, რა შეიძლება მოხდეს. კარგად ვემზადებით, რომ ამ ყველაფერს საუკეთესოდ გავუმკლავდეთ. ვიმედოვნებთ, რომ ტრავმების რაოდენობა ასეთი მაღალი არ იქნება, მაგრამ არასდროს ვიცით რა მოხდება.

ვარჯიშის დროს ფეხბურთელების ფიზიკური მომზადების დონეს ნამდვილად ვაკვირდები. ვცდილობთ, ფეხბურთელების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რისკზე არ წავიდეთ. ტრავმები ფეხბურთის ნაწილია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე მუშაობა, მდგომარეობის გაუმჯობესება და რაც შეიძლება მეტი პრობლემის თავიდან აცილება.

გონსალო რამოში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ დროს თამაშობს. კმაყოფილები ვართ მისით, ის ძალიან პროფესიონალია და აღფრთოვანებულები ვართ მისი თამაშით.

უბრალოდ გვინდა, რომ თითოეული მატჩისთვის ერთნაირად მოვემზადოთ, ჩვენი ფილოსოფიით. როდესაც ფეხბურთელები გვაკლია, უნდა ვიპოვოთ გადაწყვეტილებები, რათა შევძლოთ იმავე გზით მუშაობის გაგრძელება. გვინდა მატჩებში დომინირება და ამას ვახორციელებთ. თუმცა, მოწინააღმდეგეებმაც იციან, როგორ ადაპტირდნენ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გადაწყვეტილებები, რათა გავაგრძელოთ გაუმჯობესება“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „სტრასბურის“ მატჩი 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092039