გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგში“ ვარჯიშზე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მერლინ პოლცინმა „ლაიფციგთან“ მატჩის წინ ვარჯიშზე გაავრცელა.
„გიორგიმ თავით გოლის გატანა სცადა, რაც მოახერხა, მაგრამ სამწუხაროდ, ძელს შეეჯახა და ექიმების დახმარება დასჭირდა. ვიმედოვნებთ, რომ ხვალინდელ ვარჯიშზე პრობლემა არ ექნება”, - თქვა პოლცინმა.
სავარაუდოდ, გოჩოლეიშვილის დაზიანება სერიოზული არაა და გუნდს „ლაიფციგის“ წინააღმდეგ დაეხმარება. თუმცა ეს ალბათ, პარასკევს გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ „ლაიფციგისა“ და „ჰამბურგის“ მატჩი 18 ოქტომბერს გაიმართება.