კალათბურთი

22:00 | 16.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას შესანიშნავი თამაშის მიუხედავად "ბარსელონა" ევროლიგაში დამარცხდა

ევროლიგის მეხუთე ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად „დუბაის“ დაუპირისპირდა, რომელთანაც 78:83 დამარცხდა.

ესპანური გუნდის რიგებში შენგელია საუკეთესო იყო, რომელმაც 25 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 16 გამოდგა.

„ბარსელონა“ ევროლიგაში 5 ტურის შემდეგ 3 მოგებით და 2 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 23 ოქტომბერს, „ჟალგირისს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.176647