სხვა

22:34 | 16.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცხოვრებაძის 6 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრებმა“ „გოგს“ უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ 31:36 დამარცხდა. თუმცა, ქართველმა შესანიშნავად ითამაშა.

გიორგიმ კარში 8-ჯერ დაარტყა და 6 გოლი გაიტანა. ის თავის გუნდში ლუკა კლარიცასთან ერთად ყველაზე შედეგიანი იყო. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ცხოვრებაძეს 11 გოლი აქვს გატანილი.

„ზაგრები“ ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში ხუთ ტურში ამდენივე მარცხით, შესაბამისად, უქულოდ, ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 22 ოქტომბერს, „სეგედს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090736