ფეხბურთი

23:10 | 16.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ მინდორზე ვარჯიში განაახლა

„უოტფორდის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.

როგორც ესპანელმა აღნიშნა, ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია, როდის იქნება მზად სათამაშოდ ქართველი ფეხბურთელი:

„რაც ვიცი, ის არის, რომ ამჟამად ტრავმირებულია. ის ცდილობს გამოჯანმრთელებას, მაგრამ ვერ გეტყვით, როდის იქნება მზად. მინდა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, თუმცა ჯერ არ ვიცი“, - განაცხადა გრასიამ.

ქართველი ფეხბურთელის რეაბილიტაციის პროცესის შესახებ „უოტფორდის“ ვებგვერდიც ავრცელებს ინფორმაციას და იტყობინება, რომ მან მინდორზე ვარჯიში დაიწყო:

„გიორგი ჩაკვეტაძე მინდორზე კარგად აგრძელებს მუშაობას, ყოველგვარი უარყოფითი რეაქციის გარეშე. ქართველი ფეხბურთელი ანტიგრავიტაციული სარბენი ბილიკიდან სავარჯიშო მოედნებზე გადავიდა, რადგან ფეხის რთული ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებას ცდილობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო აპრილიდან მოყოლებული არ უთამაშია და ზუსტი დრო, როდესაც ის სათამაშოდ მზად იქნება, ამ ეტაპზე ისევ უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09477