ლივერპულის „ევერტონმა“ ჯორდან პიკფორდთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა.
განახლებული ხელშეკრულების თანახმად, პიკფორდი „ევერტონის“ კარს 2029 წლის ზაფხულამდე დაიცავს.
"ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, აქ მემკვიდრეობა დავტოვო", - აღნიშნა 31 წლის ინგლისელმა კარის დარაჯმა.
ჯორდან პიკფორდი „ევერტონში“ 2017 წლიდან თამაშობს და დღემდე 322 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ინგლისელს არაერთ გუნდში უთამაშია - „სანდერლენდში“, „დარლინგტონში“, „ალფრეტონში“, „ბარტონში“, „კარლაისლში“, „ბრედფორდსა“ და „პრესტონში“, ხოლო ინგლისის ნაკრებში 80-ჯერ აქვს ნათამაშები.