ევროლიგის მეხუთე ტურში კამარ ბოლდუინის „ბაიერნი“ სტამბოლში „ფენერბაჰჩესთან“ 73:88 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 25 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. ბოლდუინმა 5-დან 3 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.
„ბაიერნი“ 2 მოგებით და 3 წაგებით მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 24 ოქტომბერს, „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს.