„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ უსმან დემბელეზე ისაუბრა. როგორც ესპანელმა განაცხადა, ფრანგმა ოქროს ბურთი დამსახურებულად მოიგო.
ჩავიმ აღნიშნა, რომ დემბელე „ბარსელონაშიც“ ძლიერი ფეხბურთელი იყო და მაშინაც ჩანდა მისი პოტენციალი.
„უსმანი გამორჩეული ფეხბურთელია, ეს მას შემდეგ ვიცით, რაც ის „ბარსელონაში“ მოვიდა. ჩვენ მისი მთელი პოტენციალი დავინახეთ, ბევრი ვიშრომეთ, რომ თავი კომფორტულად და ბედნიერად ეგრძნო. დავინახეთ ფეხბურთელი, რომელსაც ზრდის დიდი პოტენციალი ჰქონდა, სწავლის ნამდვილი სურვილი ჰქონდა და მან ჩვენთან ერთად დიდი პროგრესი განიცადა. შემდეგ შეთავაზება „პარი სენ-ჟერმენისგან“ მიიღო, ის პარიზში წავიდა და იქ სრულიად აფეთქდა. ის იქ ბედნიერია, თავს გუნდის, პროექტის ვარსკვლავად გრძნობს. და რაც მთავარია, მათ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, სადაც ბევრი გოლითა და საგოლე გადაცემით ბრწყინავდა. მან განსხვავება შექმნა. ის გამორჩეული ფეხბურთელია და „ოქროს ბურთი“ დამსახურებულად მოიგო“, - თქვა ჩავიმ.







