საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნოდარ ლომინაძე "ეშტორილის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნული ინფორმაცია პორტუგალიური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.
ლომინაძე გულშემატკივრებმა აგვისტოს თვის საუკეთესოდ აღიარეს, ხოლო სექტემბერშოი საუკეთესოდ ჟოაო კარვალიო დასახელდა. "ეშტორილიმ" აგვისტოში სამი შეხვედრა გამართა, ქართველმა ფეხბურთელმა კი "ესტრელასთან" 46 წუთი , "გიმარაეშის" წინააღმდეგ 70 წუთი, ხოლო "ტონდელას" წინააღმდეგ 67 წუთი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ლომინაძეს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, ის მაინც საუკეთესოდ აღიარეს.
ნოდარ ლომინაძე პორტუგალიურ კლუბში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გადავიდა და მას შემდეგ 7 მატჩში თავი 2 გოლით გამოიჩინა. რაც შეეხება "ეშტორილს" 8 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მე-16 ადგილას იმყოფება.