სხვა

10:35 | 17.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა

გიორგი ცხოვრებაძემ და „ზაგრებმა“ ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში დანიურ „გუდმეს“ უმასპინძლა და 31-36 დამარცხდა. წინა ტურისგან განსხვავებით, ხორვატთა დამრიგებელმა ველიმორ პეტკოვიჩმა ქართველ ლეგიონერს სათამაშოდ 15 წუთი მისცა

მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, გიორგი ცხოვრებაძე გუნდს ლიდერად მოევლინა, ექვსი ბურთი შეაგდო და ერთი ასისტიც შეასრულა.

ხორვატებს ხუთიდან ხუთი წაგება აქვთ და კვალავ უქულოდ არიან.

პეტკოვიჩის გუნდი მდგომარეობის გამოსწორებას 29 ოქტომბერს, უნგრული სეგედის „პიკთან“ შეეცდება, რომელსაც ასევე საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს, იქამდე კი ხორვატიის პრემიერლიგის მატჩი აქვთ „უმაგის“ წინააღმდეგ.

geohandball.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092011