თამაშგარე

12:15 | 17.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

იულია ქმარს არავის დაუთმობს!

ბევრ ლამაზმანს სწყდება გული როცა იგებს, რომ უკრაინის საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიური „რომას“ შემტევი არტიომ დოვბიკი დოვბიკი დაქორწინებულია და მისი ცოლი იულია დოვბიკი სულაც არ ჩანს ისეთი ვინმე, რომელსაც ქმარს ვინმე ადვილად „აახევს“. მათ ჰყავთ ქალიშვილი, სახელად კირა, რომელიც 2022 წელს დაიბადა.

იულია სწავლობდა მარკეტინგს და ჟურნალისტიკას. ახლა კი ხელმძღვანელობს არტიომის პიარსა და სოციალური მედიის კომუნიკაციებს. ამას გარდა, იულია დოვბიკს აქვს საკუთარი სააგენტო, რომელიც პიარში სხვა ადამიანებსაც ეხმარება.

არტიომის ცოლი სოციალურ ქსელებში ხშირად აზიარებს ფოტოებს, სადაც ასახულია ქმართან ერთად გატარებული ცხოვრებისეული მომენტებს. წყვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც ხშირად ეხმიანება და ფინანსური თუ ემოციური თანადგომით არაერთ ოჯახს დაეხმარნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091867