გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქმა”მოსამზადებელი ეტაპის ბოლო მატჩი “ნიუ ორლეანს პელიკანსს” უმასპინძლა და მეტოქე 132:125 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ დღევანდელ შეხვედრაში პარკეტზე 11 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა 6 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. მატჩი საუკეთესო ფლორიდელთა მხრიდან ფრანც ვაგნერი იყო, რომლის ანგარიშზეც 24 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაა.
“ორლანდომ” პრე-სეზონზე ოთხი შეხვედრა გამართა და აღსანიშნავია,რომ ყველა მათგანი მოიგო. ამრიგად გოგას გუნდი ახალ სეზონს კარგ ფორმაში ხვდება.
შეგახსენებთ, რომ NBA-ს 2026-2027 წლების რეგულარული სეზონი სტარტს 22 ოქტომბერს აიღებს.









