ფეხბურთი

14:08 | 17.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველ რაუნდში იასპარეზებს.

მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდი ტატა მატვეევას ხელმძღვანელობით სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში მოემზადება.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მესამე ჯგუფში ითამაშებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლატვია და ყაზახეთი იქნებიან. მატჩები 22-28 ოქტომბერს, ყაზახეთში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: ელენე ბონდარევა (ნორჩები), ანასტასია გოგელია (კოლხეთი ხობი)

დაცვა: ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ნინი ვეკუა (ნორჩები), ნინო ნადარაია (კვარტალი), ნინო დანელია (კოლხეთი, ხობი), ანი გოდერიძე (მართვე)

ნახევარდაცვა: მარიამ გასანოვა (კვარტალი), ანა დოლიშვილი (ახალგორი), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), ნატო გუტიკაშვილი (რუსთავი), ანი დავითულიანი (სამეგრელო), ლიზი კაკულია (დინამო სოხუმი), მარიამ ჯოჯუა (ელიტა)

თავდასხმა: თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), ანა გრიგალაშვილი (თეთრიწყარო), ანა-თამარა ქურასბედიანი-ბოლოთაშვილი (ლევანტე ბადალონა), ბარბარე ბერუაშვილი (თეთრიწყარო), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი)

მატჩების განრიგი

  • 24 ოქტომბერი | საქართველო - ყაზახეთი | 14:00
  • 27 ოქტომბერი | საქართველო - ლატვია | 11:00
  • 30 ოქტომბერი | ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო | 14:00

    Nakrebi.ge


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088781