სხვა

14:29 | 17.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია: "მახაჩევთან ჩხუბი თეთრი სახლის ღონისძიებაზე მინდა"

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევთან შესაძლო ბრძოლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, ისლამთან ჩხუბი თეთრი სახლის ღონისძიებაზე სურს.

"იმ შემთხვევაში, თუ ისლამ მახაჩევი ჯეკ დელა მადალენას დაამარცხებს, მასთან ჩხუბი თეთრი სახლის ღონისძიებაზე მსურს. ეს UFC-ის ისტორიაში საუკეთესო ბრძოლა იქნება, რადგან მესამე ქამრისთვის ჯერ არავის უბრძოლია." - განაცხადა ილიამ.

ილია თოფურიამ ბოლოს ივნისში იბრძოლა, სადაც ჩარლზ ოლივეირა პირველსავე რაუნდში გათიშა და მსუბუქი დივიზიონის ქამარს დაეუფლა. რაც შეეხება ისლამ მახაჩევს, მან ზედა წონაში გადაინაცვლა და UFC322-ზე საჩემპიონო ბრძოლას ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094252