ფეხბურთი

15:25 | 17.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ შმიდტი: “ბუდუც და ჰონსაკიც ძალიან მოტივირებულები არიან”

ხვალ, 18 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესლიგის მე-7 ტურის მატჩები გაიმართება, სადაც ბუდუ ზივზივაძის “ჰაიდენჰაიმი” საკუთარ მოედანზე “ბრემენის ვერდერს” უმასპინძლებს. მატჩამდე “ჰაიდენჰაიმის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კომენტარი ბუდუ ზივზივაძეზეც გააკეთა.

“მოხარულები ვართ, რომ ბუდუ ბრუნდება, ის ნაკრებიდან გუშინ დაბრუნდა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. სასიხარულოა, რომ ტრავმირებული ფებურთელებიც ბრუნდებიან. ახლა გუნდი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე სანაკრებო პაუზამდე.

დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო მატჩებში გაცილებით მეტი შესაძლებლობები გვექნება, რადგან ბუდუსთან ერთად გუნდს ტრავებიდან ჰონსაკი და პირინგერიც დაუბრუნდნენ. ისინი ძალიან მოტივირებულნი არიან, რადგან სურთ გუნდს წარმატებაში დაეხმარნონ და დაამტკიცონ, თუ რა შეუძლიათ.” - განაცხადა შმიდტმა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძეს დისკვალიფიკაცია ჰქონდა, რის გამოც სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწია. ქართველა ფეხბურთელმა წითელი ბარათი “დორტმუნდთან” მატჩში მიიღო.

“ჰაიდენჰაიმს” 6 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს და ბოლო მე-16 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092277