ფეხბურთი

17:09 | 17.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის მოთამაშეების ფასი 756 მილიონი ევროთი გაიზარდა და 12.78 მილიარდ ევროს მიაღწია

ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულების შეფასებაზე სპეციალიზირებულმა პორტალმა Transfermarkt-მა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისა და სეზონის დაწყების შემდეგ განაახლა ინგლისის პრემიერლიგის მოთამაშეების ფასები. ამრიგად, პრემიერლიგის კლუბების ღირებულება ჯამში 756.25 მილიონი ევროთი გაიზარდა. ლიგაში ყველა მოთამაშის ღირებულება ამჟამად 12.78 მილიარდ ევროს შეადგენს.

ინგლისის ჩემპიონატი სასტარტო შემადგენლობაში პირველ ადგილზეა მსოფლიოში, რაც ორჯერ აღემატება ესპანეთის ლა ლიგის (5.57 მილიარდი ევრო) და იტალიის სერია A-ს (5.44 მილიარდი ევრო) ღირებულებას, რომლებიც რეიტინგში მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ.

„არსენალი კვლავ ინგლისის ყველაზე ღირებულ გუნდად რჩება (1.31 მილიარდი ევრო), მეორე ადგილზე კი „მანჩესტერ სიტია“ (1.21 მილიარდი ევრო).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167626