მუსიკალური სტრიმინგის სერვის Spotify-თან ახალი შეთანხმების თანახმად, „ბარსელონა“ წელიწადში 65 მილიონ ევროს მიიღებს კომპანიის ლოგოს სათამაშო მაისურებზე და დამატებით 10 მილიონ ევროს სავარჯიშო მაისურებზე განთავსებისთვის.. ამის შესახებ ჟურნალისტმა რეშად რაჰმანმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე განაცხადა.
„კამპ ნოუს“ სტადიონის სახელწოდების ღირებულება ჯერ არ გახმაურებულა, რადგან კლუბი მესამე მხარის ობიექტებზე თამაშს აგრძელებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ კლუბი სტადიონზე დაბრუნდება, საფასური შეიძლება წელიწადში მინიმუმ 20 მილიონი ევრო იყოს.
ამ სეზონში „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში მეორე ადგილზეა, ცხრა ტურის შემდეგ და ლიდერ მადრიდის „რეალს“ ორი ქულით ჩამორჩება.





