გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ გრასიამ, რომელმაც გუნდი 8 ოქტომბერს ჩაიბარა, გუნდის ამ სეზონის მიზნებზე ისაუბრა.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მაღლა ავიდეთ. თუ პრემიერლიგაში პირდაპირ გავალთ, ეს შესანიშნავი იქნება. თუ არა, პლეი ოფისთვის ვიბრძოლებთ. მქონდა დრო ბევრი რამ გამეანალიზებინა, გამეუმჯობესებინა. ამ პროექტმა ემოციურად მომხიბლა ამიტომ დავთანხმდი. კლუბი ოჯახზე ორიენტირებული კლუბია. როდესაც მუშაობის შესაძლებლობა გაჩნდა, შეთავაზება მაშინვე მივიღე“, - ციტირებს გრასიას სიტვებს Marca.
ამ სეზონში, ცხრა ჩატარებული მატჩის შემდეგ, „უოტფორდი“ ჩემპიონშიფის ცხრილში 12 ქულით მე-11 ადგილზეა. ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო ჯერჯერობით არ უთამაშია.





