„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ კომენტარი გააკეთა ნორვეგიელი ნახევარმცველის, მარტინ ედეგორის ტრავმაზე.
„კვირები დასჭირდება... მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი არ არსებობს, მაგრამ გამოჯანმრთელებას იწყებს. ის, რაც მას დაემართა, მისი ტრავმები ამ სეზონში, წარმოუდგენლად სამწუხაროა, მაგრამ დიახ, ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში დაბრუნდება“, - თქვა არტეტამ ლონდონური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ედეგორი გუნდის შემდეგი მატჩებიდან სულ მცირე ცხრას გამოტოვებდა. მან მარცხენა მუხლის მედიალური გვერდითი მყესის დაზიანება მიიღო პრემიერლიგის მე-7 ტურში „ვესტ ჰემთან“ (2:0) მარცხის დროს.






