დღეს, 17 ოქტომბერს ეროვნული ლიგის 28-ე ტურის სამი შეხვედრა იმართება. ორი უკვე დასრულდა.
„თელავმა“ შინ „იბერიას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. სტუმართაგან გოლები ნიდერლანდელმა დერეკ აგიაკვამ (მე-20 წთ) და გურამ გოშთელიანმა (74-ე წთ) გაიტანეს.
„იბერიას“ 46-ე წუთზე თორნიკე მეგრელიშვილი გაუძევეს.
„გარეჯმა“ კი პატარა სასწაული მოახდინა. ლიდერ „დილასთან“ შინ 0:2 აგებდა და 3:2 მოუგო. ანგარიში სტუმარმა ლუკა თოლორდავამ გახსნა მე-10 წუთზე პენალტით. 35-ზე კი შოთა შეყილაძემ გააორა. დასასრულამდე ოცი წუთი რჩებოდა და ანგარიში იგივე იყო. მერე კი გარეჯელთა ჯერი დადგა: ნიკა კაჭაეავამ (71-ე წთ), თორნიკე ძებნიაურმა (79) და დავით სხირტლაძემ (89) საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 3:2. ანუ, ეგრეთ წოდებული „ქამ ბექი“ მოახერხეს.
ახლა „იბერიამ“ და „დილამ“ თანაბარი 59-59 ქულა მოაგროვეს, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით ლიდერი ისევ „იბერიაა.“
„გარეჯმა“ 27 ქულა მოაგროვა და ორი პუნქტით ჩამორჩება პლეი-აუტის ზონის თავზე მდგარ „სამგურალს.“