ფეხბურთი

21:53 | 17.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკმა „ლივერპულის“ ახალწვეულები გააკრიტიკა

„ლივერპულის“ კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა მერსისაიდური კლუბის ახალიწვეულები გააკრიტიკა.

„ვფიქრობ, კლუბმა ამ ზაფხულს ბრწყინვალე სამუშაო გასწია ტრანსფერებთან დაკავშირებით, მაგრამ მათ ჯერ ვერ გაგვაძლიერეს. ცხადია, რომ ბევრი ხარისხიანი მოთამშე დავკარგეთ, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გავყიდეთ ისეთი გამოცდილი მოთამაშეები, როგორებიც არიან ლუჩო დიასი, ნუნიესი, ქუანსა და ელიოტი. მათი ჩანაცვლება ხარისხიანი მოთამაშეებით მოგვიწია და ვიცით, რამდენად რთულია ბაზარი დღეს, ახლა უნდა ვიმუშაოთ ძალიან, ძალიან კარგი გუნდის შესაქმნელად, რომელიც ყველა შეჯიბრში კონკურენტუნარიანი იქნება. ეს ჩვენი მიზანია“, - ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს Liverpool Echo.

ზაფხულში „ლივერპულს“ ფლორიან ვირტცი, მილოშ კერკეზი, ალექსანდერ ისაკი, უგო ეკიტიკე, ჯერემი ფრიმპონგი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098597